უშანსოდ - საქართველოს U19 ქალთა ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა
Aa
Aa

უშანსოდ - საქართველოს U19 ქალთა ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა

დასრულდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ქალთა ფეხბურთში. საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბოლო ტურში სლოვაკეთის წინააღმდეგ უშანსოდ 0:4 წააგო და B ლიგის მე-5 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

მთელი მატჩს განმავლობაში სლოვაკი ფეხბურთელები დომინირებდნენ და რეალურად ყველაფერი პირველ ტაიმში დასრულდა.

ანგარიში მე-5 წუთზე კრსიაკოვამ გახსნა, რასაც მე-14 წუთზე მორავკოვას გოლი მოყვა. სლოვაკები არ გაჩერდნენ და კიდევ ორი გოლი გაიტანეს. 22-ე წუთზე მორავკოვამ დუბლი შეასრულა, ხოლო 28-ე წუთზე საბოლოო ანგარიში პელიკანოვამ დააფიქსირა.

აღნიშნული დაპირისპირებისთვის, ლავრენტი დავითაშვილმა შემდეგი თერთმეტეული შეარჩია:

თაბაგარი, ბაქრაძე, ჯგუშია, ენჯიბაძე, სვანიძე(კვახაჯელიძე 90წთ), კაპანაძე, ბებია, კახნიაშვილი(დიასამიძე 30 წთ, მანაგაძე 72 წთ), კვირკვაია, სულაშვილი, მოდრეკილაძე.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩი საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა სომხეთს 2:0 მოუგო და საკვალიფიკაციო ეტაპი 3 ქულით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები