შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფემ რეალი დაამარცხა
Aa
Aa

შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფემ რეალი დაამარცხა

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში „ტენერიფემ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. გულშემატკივრებმა ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს, რომელიც ვიდორეტას გუნდის გამარჯვებით 72:59 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინი არ მოგვევლინა, თუმცა საკუთარი გუნდის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო.

შერმადინმა პარკეტზე 11 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 11 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი. „ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო ფიტიპადო იყო, რომელმაც 14 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ცნობისთვის, პირველი ტაიმის შემდეგ „ტენერიფე“ 4 ქულით მარცხდებოდა. მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ, გუნდებს შორის სხვაობა „რეალის“ სასარგებლოდ 2 ქულა იყო. გადამწყვეტი უკანასკნელი მეოთხედი გამოდგა, სადაც მასპინძლებმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფეს“ 32 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები