„ქომაგების გაგიჟება შეუძლია
Aa
Aa

„ქომაგების გაგიჟება შეუძლია" - ნაპოლის ოფიციალური რადიოს დირექტორი ხვიჩაზე

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის დირექტორმა, ვალტერ დე მაჯომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი დაახასიათა და განაცხადა, რომ „კვარა“ შესანიშნავი მოთამაშეა.

„თუ ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას გაიფორმებს, ეს უზარმაზარი ტრანსფერი იქნება. ამ ბიჭის ვიდეოები მინახავს და იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ხვიჩა სწრაფია და დრიბლინგის განხორციელება ძალიან უყვარს. კვარაცხელია ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით, მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილი ნაპოლის ქომაგების გაგიჟება და ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლებისთვის მუხტის მიცემა შეუძლიათ.

ნაპოლი ტრანსფერის დასახურად მზადაა. ზაფხულის ბოლოს იგი პარტენოპეის ფეხბურთელი გახდება და ლუჩიანო სპალეტის საჭადრაკო დაფაზე ლორენცო ინსინიეს ჩაანაცვლებს. ხვიჩა შესანიშნავი მოთამაშეა. მან რუბინს თავი დააღწია და ახლა დინამო ბათუმის რიგებში ასპარეზობს. იგი 21 წლის ქართველი ტალანტია და თუ გიუნტოლიმ მისი გადაბირება მოახერხა, ეს სატრანსფერო შედევრი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, იტალიურ პრესაში ხვიჩაზე ახალი ინფორმაცია დაიწერა. AreaNapoli.it-ის ინფორმაციით, მას თვალს ლონდონის „არსენალი“ ადევნებს და შესაძლოა, „მეთოფეებმა“ „პარტენოპეის“ კონკურენცია გაუწიონ.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
sports.ru-ს გამოკითხვა: ხვიჩა რუბინში არ დაბრუნდება, გეწყინათ?
sports.ru-ს გამოკითხვა: ხვიჩა რუბინში არ დაბრუნდება, გეწყინათ?