FIFA-მ რუსული ერთ-ერთ ოფიციალურ ენად გამოაცხადა
Aa
Aa

FIFA-მ რუსული ერთ-ერთ ოფიციალურ ენად გამოაცხადა

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, FIFA-მ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ამიერიდან რუსული ფიფას ერთ-ერთი ოფიციალური ენა გახდა.

ეს გადაწყვეტილება ფიფას მიმდინარე კონგრესზე მიიღეს.

აქამდე, ფიფას წესდება ითვალისწინებდა ოთხი ოფიციალური ენის გამოყენებას დოკუმენტაციისა და ასოციაციების დროს. ესენი არის ინგლისური, ესპანური, ფრანგული და გერმანული.

დღესვე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

„საშინელი მოვლენები ხდება უკრაინაში. კონფლიქტები მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც გრძელდება და არ უნდა დავივიწყოთ ისინი.

ხალხი იტანჯება და კვდება. ჩვენ ვცხოვრობთ აგრესიულ, დაყოფილ სამყაროში. მაგრამ მე მტკიცედ მჯერა ფეხბურთის ძალის, რომ გააერთიანოს ხალხი, გადალახოს კულტურული საზღვრები. ნელსონ მანდელამ თქვა, რომ სპორტს შეუძლია შეცვალოს სამყარო. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ, ძვირფასო მეგობრებო, არც ისე გულუბრყვილოები ვართ, რომ ვიფიქროთ, რომ ფეხბურთს შეუძლია ზოგადად ყველა პრობლემა გადაჭრას.

დამძიმებული გულით ვუყურებ უკრაინას. ბოლო ევრო, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივნად უეფასთან ერთად მოვაწყვე, უკრაინასა და პოლონეთში გაიმართა. ბოლო ფინალი, რომელზეც ვიმუშავე, კიევში იყო.

და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ორგანიზატორად ვიმუშავე, როგორც ფიფას პრეზიდენტი, რუსეთში იყო. ფინალი მოსკოვში გაიმართა. 2018 წელს რუსეთში ოთხი წლის წინ გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალე იყო ყველა გაგებით, შესანიშნავი წარმატება სპორტისა და კულტურის თვალსაზრისით.

მაგრამ რისი თქმა მინდა ახლა? ოდესმე დასრულდება ეს საშინელი კონფლიქტი, როგორც ყველა სხვა კონფლიქტი მსოფლიოში - იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება - და მაშინ ფეხბურთს შეუძლია მცირე როლი ითამაშოს ურთიერთობების აღდგენაში, მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამყარებაში. და ჩვენ ვიქნებით იქ, წინა პლანზე - უკრაინაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც გვჭირდება, სადაც საჭიროა ფიფა.

ჩვენ ისევ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ცხოვრება. თუ გვჯერა, რომ ჩვენი რწმენა უკეთესი და ძლიერია, უნდა დავარწმუნოთ სხვები. მაგრამ ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ, ვიყოთ ყველას მიმართ ტოლერანტული. ჩვენ კვლავ უნდა ვისწავლოთ შეთანხმება“,

- თქვა ჯანი ინფანტინომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EXCLUSIVE: კვარაცხელია მოლაპარაკებას ნაპოლისთან აწარმოებს
EXCLUSIVE: კვარაცხელია მოლაპარაკებას ნაპოლისთან აწარმოებს