დევდარიანი: ,,დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გამო სტადიონებზე სამჯერ მეტი ადამიანი მივა
Aa
Aa

დევდარიანი: ,,დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გამო სტადიონებზე სამჯერ მეტი ადამიანი მივა"

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ გულშემატკივარს ინფორმაცია ოფიციალური გვერდის მეშვეობით მიაწოდა. საუბარია რუსეთში მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე, რომლის ტრანსფერის ირგვლივაც ასევე აქტიური მუშაობა მიდის.

სპეციალისტმა, გიორგი დევდარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ დინამო ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

„დინამო ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა რომ იძულებითი ნაბიჯია, ამაზე შევთანხმდეთ. ეს ტრანსფერი  დინამოს შანსს მისცემს, რომ ევროთასებზე კიდევ უფრო თავდაჯერებულად ითამაშოს, ვიდრე ეს წინა სეზონში იყო. მე რომ მკითხოთ, წინა ევროსეზონზე ბათუმელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მცირე დეტალი დააკლდათ, რომ პლეი-ოფის ეტაპზე გადასულიყვნენ. შესაძლოა, რომ ეს პატარა დეტალი სწორედ კვარაცხელია იყოს.

ამას გარდა, მოუტანს იმას, რომ ხალხი სტადიონზე დაბრუნდება, შემოსავალს მოუტანს იმ მეპატრონეს, რომელიც კლუბში ფულს ხარჯავს. ეს ხალხი ამას იმსახურებს, რადგან ფულს ხარჯავენ და ამდენი წლის განმავლობაში გუნდის აშენებას ცდილობენ. იგივე მოხდება ნებისმიერ სტადიონზე, სადაც კვარაცხელია სათამაშოდ ჩავა – დარწმუნებული ვარ, რა რაოდენობის ხალხიც უნდა მისულიყო ხვიჩას გარეშე, სამჯერ მეტი ადამიანი მივა. ის გულშემატკივარს სანახაობას სთავაზობს, გუნდს კი შემოსავალს მოუტანს. ასეთი დონის შემსრულებლების გარეშე ჩემპიონატი ვერ განვითარდება.

რა თმა უნდა, სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობია პრემიერლიგაში ან ბუნდესლიგაში თამაშობდეს. იმედია, მალე სადმე, მაღალი დონის ლიგაში წავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები  ბოსნია-ჰერცეგოვინას  25 მარტს დაუპირისპირდა (0-1), 29 მარტს კი ალბანეთში ითამაშებს. სანიოლის საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადშია ახალგაზრდა ტალანტიც, რომელმაც წლის პირველ მატჩში შედეგიანი გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეს სადებიუტო გოლი გაატანინა.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ბათუმი დავითაშვილის ტრანსფერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს
დინამო ბათუმი დავითაშვილის ტრანსფერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს