მორიგი ტიტული - ქსკ ლანჩხუთი საქართველოს თასის გამარჯვებულია
Aa
Aa

მორიგი ტიტული - ქსკ ლანჩხუთი საქართველოს თასის გამარჯვებულია

დასრულდა საქართველოს ქალთა თასის ფინალი „ლანჩხუთსა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და გურულმა კლუბმა 2:1 მოიგო.

შეხვედრაში ძირითადად გიორგი ჩხაიძის შეგირდები აქტიურობდნენ და უმეტესად მომენტებს სწორედ გურულები ქმნიდნენ.

ანგარიშ მე-13 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. „ლანჩხუთის“ შემტევმა ია ალელიშვილის გადაცემა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ხობელთა მეკარემ ეკა თაბაგარმა გოლის ეპიზოდში ცუდად ითამაშა და საკუთარი გუნდის გადარჩენა აშკარად შეეძლო.

გაშვებული გოლის შემდეგ „კოლხეთი“ ბევრს ვერ აქტიურობდა, თუმცა 39-ე წუთზე ანა წულაიამ თათია გაბუნიას შეცდომა გამოიყენა, ბურთი თავზე გადაუგდო და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში კვლავ გურულები აქტიურობდნენ და სტანდარტულ სიტუაციას ავტო გოლი მოყვა. მანონი საღარაძემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და „ლანჩხუთი“ დაწინაურდა. შეხვედრაში ბევრი საინტერესო აღარაფერი მომხდარა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საქართველოს თასი ზედიზედ მეორედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები