„საქართველოს ნაკრები თავს 11 კაცით იცავდა
Aa
Aa

„საქართველოს ნაკრები თავს 11 კაცით იცავდა" - ბოსნიელთა თავკაცის კომენტარი

ბოსნია-ჰერცეგოვინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივაილო პეტევმა საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. ბულგარელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ამ შედეგს არ იმსახურებდა და ძალიან არ გაუმართლა.

„ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ მატჩი უარყოფითი შედეგით დასრულდა. დღეს, მეტოქეზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვეთ. გოლი ჩვენი კარის მიმართულებით განხორციელებული ერთადერთი ზუსტი დარტყმის შემდეგ მივიღეთ და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა აშკარა გოლი არ ჩაგვითვალა. ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ. მათ მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს 11 კაცით იცავდა და ასეთ დროს სივრცეების პოვნა ძალიან ძნელია. ერთი ბურთი რომ გაგვეტანა, მატჩი გაიხსნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, გოლი ჩვენს კარში მივიღეთ. პირველ ნახევარში 2 100-პროცენტიანი მომენტი გვქონდა, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ და ეს ანგარიში დაფიქსირდა.

დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე დიდი პრობლემა შედეგია. დღეს, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველ ტაიმში ერთი გოლი ყველაფერს შეცვლიდა და ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან 100-პროცენტიანი მომენტები გვქონდა. რომ გაგვეტანა, 1:0 გახდებოდა და მატჩი განსხვავებული სცენარით განვითარდებოდა. სამწუხაროა, ისევ ცუდ შედეგთან რომ გვაქვს საქმე, მაგრამ თავისუფალი სივრცის პოვნა ურთულესია, როცა 30 მეტრში მეტოქის 11 ფეხბურთელია განლაგებული.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი პასით ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის ბიჭების გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, გვერდითა მსაჯმა ჯეკოს აშკარა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია
„დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია" - ჯეკო საქართველოსთან წაგების შემდეგ