„დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია
Aa
Aa

„დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია" - ჯეკო საქართველოსთან წაგების შემდეგ

ბოსნია-ჰერცეგოვინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ედინ ჯეკომ საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. „ინტერის“ თავდამსხმელმა ინტერვიუ Nova BH-ს მისცა და „ჯვაროსნებთან" განცდილ მარცხზე ილაპარაკა.

„არ ვიცი, რა ვთქვა. საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის ერთი რეალური შანსი ჰქონდა და მომენტი გამოიყენა. დღესდღეობით, ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია და ვიცოდით, რომ საქართველო იყო გუნდი, რომელსაც ეს უნდოდა. ზედმეტად პასიურები ვიყავით, უკან ბევრ პასს ვაკეთებდით და არ ვრისკავდით, გარისკვის გარეშე კი ფეხბურთი წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტოქეზე გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ორი კარგი მომენტისა და პატარ-პატარა შანსების შემდეგ, გოლი გავუშვით და ამის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. როცა მარცხდები, უნდა გარისკო და ეს არ გაგვიკეთებია. სამწუხაროდ, თამაშში დაბრუნება ვერ მოვახერხეთ.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი პასით ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის ბიჭების გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, გვერდითა მსაჯმა ჯეკოს აშკარა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამარცხვინო ფაქტი თბილისში - შავი საღებავი მიხეილ მესხის მემორიალურ დაფაზე
სამარცხვინო ფაქტი თბილისში - შავი საღებავი მიხეილ მესხის მემორიალურ დაფაზე