Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერია "გოლდენ სტეიტ ვორიორზის" დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხსნა.

ოკლენდელებმა "კლივლენდი" საკუთარ პარკეტზე 113:91 დაამარცხეს. ყველაფერი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 13 ქულის სხვაობით მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ, იქამდე არსებული 8 ქულიანი სხვაობა 21 ქულამდე გაზარდეს.

ზოგადად, ხაზგასასმელია, რომ "გოლდენ სტეიტმა" მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო.

ფანტასტიური მატჩი ჩაატარა კევინ დიურანტმა, ვინც 38 ქულას, 8-8 მოხსნა და ასისტი მიამატა. მან მეტოქის ფარში ბურთი 6-ჯერ ჩატენა.

სტეფ კარიმ ორმაგი დუბლი - 28 ქულა, 10 ასისტი და 6 მოხსნა ჩაიწერა.

აი ლებრონ ჯეიმსის 28 ქულამ და 15-მა მოხსნამ "კლივლენდს" არ უშველა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მან 14:26 წუთი ითამაშა, რა დროშიც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა - 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა. ქართველს ბურთი არ დაუკარგავს.

სერიის მეორე შეხვედრა ისევ ოკლენდში, 5 ივნისს გამთენიისას ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები