დიეგო დეისაძე
Aa
Aa

მე-5 ლიგიდან პროფესიულ დონეზე - პოლონეთში დეისაძის დებიუტი შედგა

პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში 19 წლის ქართველი ფორვარდის, დიეგო დეისაძის დებიუტი შედგა. „ტერმალიცა’’ შინ „ოდრა ოპოლესთან’’ 0:1 დამარცხდა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა მარცინ ბროშმა დეისაძე თამაშში 77-ე წუთზე ჩართო, დიეგოსთვის პროფესიულ დონეზე პირველი მატჩია. მარცინ ბროშს ნიჭიერი ქართველი ფორვარდი მოსწონს და სავარაუდოდ უახლოეს შეხვედრებში მეტ სათამაშო დროს დაუთმობს. 

გასულ წელს დეისაძე პოლონეთის რანგით მე-5 ლიგაში, სამოყვარულო გუნდში თამაშობდა, ახლა კი პროფესიონალი კლუბის წევრია. მის მიმართ ინტერესი პოლონეთის მიღმაც იყო, სტაჟირებაზე გრაცის „შტურმსა'' და „ბრაგაში'' იმყოფებოდა. ასევე, კრაკოვის „ვისლაშიც’’ ვარჯიშობდა, საბოლოოდ კი „ტერმალიცაში’’ გადავიდა, შეტევაში როგორც ფლანგებზე, ასევე ფორვარდის უკან თამაში შეუძლია, თუმცა მთავარი პოზიცია ცენტრფორვარდია, საკმაოდ მაღალია - 1,93 მეტრი.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ბროშმა ქართველ ფორვარდზე ისაუბრა: „დიეგო ძალიან ბევრს შრომობს. არ ვფიქრობთ რომ ის მხოლოდ მომავალში უნდა გამოვიყენოთ, ის უკვე შრომობს იმისთვის, რომ უკვე მოხვდეს პირველი გუნდის განაცხადში. გუნდში კონკურენციაა და კონკურენცია გვანახებს, თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. დიეგომ მეორე გუნდში ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და ეს ძალიან კარგია’’.

ამ ეტაპზე „ტერმალიცა'' 18-გუნდიან ჩემპიონატში 31 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები