ფუტსალი U19 | მარცხი რუმინეთთან, საქართველომ 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
Aa
Aa

ფუტსალი U19 | მარცხი რუმინეთთან, საქართველომ 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ფუტსალის ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

შეხვედრა აქტიურად ქართველებმა დაიწყეს და მეოთხე წუთზე ანგარიში ნოდარ ქურცაძემ გახსნა. შოთა ჭანუყვაძის შეგირდები არ გაჩერდნენ და ზუსტად 1 წუთში გიორგი გიორგაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველ ტაიმში „ჩვენებურები“ იდეალურად თამაშობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა.

რუმინელებმა ზეწოლა გააძლიერეს და საქართველოს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. მეორე ნახევარი რუმინელთა უპირატესობით წარიმართა და ჭანუყვაძის ნაკრებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო. ბოლო წუთებში, რა თქმა უნდა, საქართველო აქტიურობდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები