ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა გაგნიძე, ლუკა წულუკიძე, ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

,,ხვიჩა ნაკრებში აღარ უნდა თამაშობდესო - მსგავსი კომენტარები ძალიან მტკივნეულია"

რამდენიმე დღის წინ, CrystalSport-ი გიყვებოდათ, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები: ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე რუსულ გუნდებს ტოვებდნენ. მოგვიანებით ინფორმაცია დადასტურდა.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

14 მარტის გადაცემის სტუმარი სწორედ ზემოხსენებული ქართველი ლეგიონერების აგენტი, ირაკლი ლილუაშვილი იყო, რომელმაც ურალის პოზიციისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, დაძაბული პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ნებისმიერ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია:

,,როდესაც კლუბიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღეთ, ურალიდან დაბრკოლება არ შეგვქმნია. ჩვენი პოზიცია მკაფიო იყო. ავუხსენით მათ, რომ FIFA-ს რეგულაციით სარგებლობა გვსურდა. რა თქმა უნდა, იყო სურვილი, რომ გუნდში დავრჩენილიყავით, თუმცა სიმართლე ისაა, რომ კლუბი ჩვენი გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წასულა.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გვსურს, რომ ევროპაში წავიდეთ, რუსეთში დაბრუნება არ გვინდა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ".

ლილუაშვილმა რუსეთში მოთამაშე კიდევ ერთი ლეგიონერის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუბინის ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

,,რაც შეეხება ხვიჩას, ჩვენ მისი მდგომარეობა არ ვიცით, შესაძლოა, ტრანსფერზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.  ვფიქრობ, უნდა ვაცადოთ.

ბევრი კომენტარი შემხვდა, რომ რუსეთში მოთამაშე ხვიჩა ეროვნულ ნაკრებში აღარ უნდა თამაშობდეს, ეს სწორი მიდგომა არაა. შეიძლება სიჩუმეა, მაგრამ მის ირგვლივ მზადებაა, ეს არავინ იცის. ფეხბურთელებთან ახლო კავშირები მაქვს, ისინი რკინის ადამიანები არ არიან, ჩვეულებრივი ემოცია აქვთ და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი კომენტარები მათთვის ძალიან მტკივნეულია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრუნიჩი, ჯეკო და სხვები - საქართველოს ნაკრების მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა
კრუნიჩი, ჯეკო და სხვები - საქართველოს ნაკრების მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა