შენგელიას
Aa
Aa

შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. 

ვიტორიულმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში "გრან კანარიას" 73:71 სძლია.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:58 წუთში მეტოქის ფარისთვის საერთოდ არ შეუტევია. ქართველ ფორვარდს აქტივში 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, პასივში კი - 3 პერსონალური ფოლი და 5 დაკარგვა. 

"ბასკონიას" მეტოქე ნახევარფინალში "ვალენსია" იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში საერთო ანგარიშით - 2:1 სძლია "ბარსელონას".

ნახევარფინალიდან სერია 3 მოგებამდე გრძელდება. მოედნის უპირატესობა შენგელიას გუნდს ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები