პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში - ოლიმპიურ სასახლეში ქალმა არბიტრებმა იმსაჯეს
Aa
Aa

პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში - ოლიმპიურ სასახლეში ქალმა არბიტრებმა იმსაჯეს

,,ა" ლიგის გათამაშების მორიგ ტურს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. გათამაშების ლიდერმა გთუნიმ (გრიგოლ თავართქილაძის უნივერსიტეტი) ერთ-ერთი კონკურენტი, ასტრალი დაამარცხა და 6-დან 6 მოგებით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. ამჟამინდელი სცენარის მიხედვით, დავით ნოზაძის გაწვრთნილ გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს, რის შემდეგაც სუპერლიგაში გადასასვლელი გადამწყვეტი ბროლა პლეი-ოფიდან მოუწევს.

საბოლოოდ, თავართქილაძის უნივერსიტეტმა ანგარიშით - 94-88 გაიმარჯვა, რაშიც უდიდიესი წვლილი სეტ სვალვემ შეიტანა: – 27 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი. 19-19 ქულა ერიკ ფრედერიკმა და კოლინ ტერნერმა მიითვალეს. ასტრალში 21 ქულით საუკეთესო  ევან ჰინსონი იყო, ვასილ კუტალაძემ კი თავი 14 ქულას მოუყარა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გამორჩეული სხვა კუთხითაც იყო -  მატჩის მომსახურე არბიტრთა ბრიგადა მთლიანად ქალი მსაჯებით იყო დაკომპლექტებული, რაც ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.  შეხვედრას მაკა კუპატაძე, მაკა შალამბერიძე და ნათია ფუტკარაძე მოემსახურნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
FIBA-ს განახლებული რეიტინგი და საქართველოს ნაკრების წინსვლა
FIBA-ს განახლებული რეიტინგი და საქართველოს ნაკრების წინსვლა