რომელი სტადიონები უმასპინძლებს ერთა ლიგის ახალი ციკლის მატჩებს
Aa
Aa

რომელი სტადიონები უმასპინძლებს ერთა ლიგის ახალი ციკლის მატჩებს

ვილი სანიოლის ნაკრებისთვის 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება.  ჩვენი ნაკრები 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას  25 მარტს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ალბანეთში ითამაშებს. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში, მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ბათუმში მართავდა, ხოლო ამხანაგურ შეხვედრაში, უზბეკეთს გორში უმასპინძლა, რითაც კალენდარული წელი დახურა.

როგორც CrystalSport-ისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნული ნაკრები გასული წლისგან განსხვავებით თბილისში ბრუნდება და წლის პირველ, საშინაო შეხვედრას, 2 ივნისს, გიბრალტარის წინააღმდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩაატარებს. 12 ივნისს, ბულგარეთთან ჩანიშნულ მატჩს ეროვნული ნაკრები კვლავ აღნიშნულ სტადიონზე ითამაშებს, ხოლო 23 სექტემბერს, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირების ლოკაციად თბილისთან ერთად ბათუმიც მოიაზრება, ამიტომ ჯერ-ჯერობით, გადაწყვეტილი არაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგა და მეტოქეები

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგა უცხო არ არის. მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დასრულებული ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა კარგად ნაცნობი ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, მინიმალური სხვაობით დათმო (0-1) და ევრო 2020-ზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაააკლდა.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენს ჯგუფში მოხვედრილი ბულგარეთი სანიოლის ფორმაციის ნაკრებისთვის ნაცნობია - საქართველოს ნაკრები მომავალ მეტოქეს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე 1 გოლი გაუტანა, 4 კი მიიღო (4-1).

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 მატჩი ოფიციალური იყო, ხოლო 2 - საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა. საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ბულგარეთის წინააღმდეგ ასეთია: გამარჯვება - 1, ფრე -1, მარცხი - 4 (მათ შორის, 2 ამხანაგური მატჩი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,კეინს ჰკითხეთ და იმედგაცრუებაზე ისიც მოგიყვებათ
,,კეინს ჰკითხეთ და იმედგაცრუებაზე ისიც მოგიყვებათ" - ევერტონს ხვიჩა ნამდვილად სურდა