რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში უკრაინელი სპორტსმენი მოკლეს
Aa
Aa

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში უკრაინელი სპორტსმენი მოკლეს

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინელი კიკბოქსიორი, ევგენი ზვონოკი, რომელიც უკრაინის ჩემპიონი და მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორი გახლდათ, ჩერნიგოვში გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება უკრაინის სპორტულმა კომიტეტმა გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად, ჩერნიგოვში WAKO-ს კიკბოქსიორი, ევგენი ზვონოკი დაიღუპა. მშვიდად განისვენე, მეგობარო.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საფეხბურთო სამყარო უკრაინელ ფეხბურთელებს, დმიტრო მარტინენკოსა და ვიტალი საპილოს გამოემშვიდობა. ეს უკანასკნელი ტანკს მართავდა და 25 თებერვალს, კიევთან ახლოს საომარი მოქმედებებისას გმირულად დაიღუპა, მარტინენკო კი დედასთან ერთად, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დაბომბვის შემდეგ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აუცილებლად მოუმატებს
„აუცილებლად მოუმატებს" - მიხაელ მუტცელი ჩაკვეტაძეს აქებს