სათამაშო მაისური გაზპრომის ლოგოს გარეშე - შალკემ გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

სათამაშო მაისური გაზპრომის ლოგოს გარეშე - შალკემ გადაწყვეტილება მიიღო

„შალკემ“ სათამაშო მაისურებზე „გაზპრომის“ ლოგოს გამოყენებაზე უარი განაცხადა. გერმანულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აუწყა.

„უკანასკნელი მოვლენებისა და კონფლიქტის ესკალაციიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა, შალკემ გადაწყვიტა, სათამაშო მაისურებიდან მთავარი სპონსორის, გაზპრომის ლოგო მოაშოროს. ამ ნაბიჯზე გაზპრომ გერმანიასთან საუბრის შემდეგ წავედით. გაზპრომის ლოგოს ნაცვლად, მაისურზე დატანილი იქნება წარწერა - შალკე 04.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, BILD-მა რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხი გაავრცელა. გამოცემამ საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ ფორმაზე გუნდის სპონსორის, რუსული გაზპრომის ლოგო ,,თავისუფლება უკრაინას" ბანერით გადაფარა.  

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე, უკრაინაში ომი წამოიწყო და რამდენიმე ქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა ახლაც ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იქ ჩასვლას არ ვაპირებ
„იქ ჩასვლას არ ვაპირებ" - ფეტელი რუსეთის გრან პრის გაუქმებას ითხოვს