''ახლა ამაზე ვმუშაობთ, დასკვნით ფაზაში გვიჭირს'' - არველაძე ქპრ-სთან მატჩამდე
Aa
Aa

''ახლა ამაზე ვმუშაობთ, დასკვნით ფაზაში გვიჭირს'' - არველაძე ქპრ-სთან მატჩამდე

ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურში ქპრ შინ შოთა არველაძის გაწვრთნილ ''ჰალ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩამდე ქართველმა სპეციალისტმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.

''ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ ბიჭებთან ერთად, რომლებიც საქმეში დიდ ძალისხმევას დებენ. ბიჭები ფანტასტიკურად მუშაობენ, დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებენ. გასულ შეხვედრაში გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. ვმუშაობთ, რომ საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან ძლიერი მეტოქე გოლის გატანის შანსს ადვილად არ გაძლევენ.

ვქმნით სამ, ოთხ და ხუთ საგოლე მომენტს, მაგრამ დასკვნით ფაზაში თამაში გასაუმჯობესებელი გვაქვს. იმედი მაქვს, უახლოეს შეხვედრებში ამ ხარვეზსს გამოვასწორებთ''.

ჩემპიონშიფის უახლოეს ორ ტურში ''ჰალ სიტი'' სტუმრად ქპრ-ს (19 თებერვალი), შინ კი ''ბარნსლის'' (22 თებერვალი) შეხვდება.

''ქპრ-ს შესახებ ვერ ვიტყვი იმავეს, რასაც ''შეფილდ იუნაიტედზე'' ვფიქრობ, თუმცა კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ცდილობს ბურთი მაქსიმალურად დიდხანს აკონტროლოს''.

საფეხბურთო დაპირისპირება ქპრ-სა და ''ჰალ სიტის'' შორის 19 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 32 ტურის შემდეგ ''ჰალ სიტის“ 33 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები