დაძაბული მატჩი და დაუვიწყარი შოუ - ლოს ანჯელეს რემსმა სუპერ ბოული მოიგო
Aa
Aa

დაძაბული მატჩი და დაუვიწყარი შოუ - ლოს ანჯელეს რემსმა სუპერ ბოული მოიგო

NFL-ის რიგით 56-ე სუპერ ბოული ლოს ანჯელესში, „სოფაი სთედიუმზე“ გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს „ლოს ანჯელეს რემსი“ და „ცინცინატი ბენგალსი“ დაუპირისპირდნენ და მატჩი „რემსის“ გამარჯვებით დასრულდა 23:20.

„ცინცინატი“ მიზანთან ძალიან ახლოს იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, „ბენგალსი“ 20:16-ს იგებდა, მაგრამ კუპერ კაპისგან თაჩდაუნი მიიღო და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯო ბეროუსა და კომპანიას წონასწორობის აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აარონ დონალდს ვერაფერი მოუხერხეს, 2 ცდით 1 იარდი ვერ მოიპოვეს და დასანანი მარცხი იწვნიეს.

სუპერ ბოულის MVP „რემსის“ უაიდ რისივერი, კუპერ კაპი გახდა. ამ უკანასკნელმა 2 თაჩდაუნი მიითვალა, საკუთარ გუნდს 92 იარდი მოუტანა და მნიშვნელოვან ეპიზოდებში ლოს ანჯელესელებს სწორედ მან ულიდერა. იგი NFL-ის ისტორიაში მე-8 უაიდ რისივერი გახდა, რომელმაც სუპერ ბოულის MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა.

სათქმელია ისიც, რომ სუპერ ბოულის შესვენებაზე გამართულმა შოუმ უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მეორე ტაიმის დაწყებამდე მაყურებლების წინაშე ემინემი, სნუპ დოგი, 50 Cent, დოქტორ დრე, მერი ჯეი ბლაიჯი და კენდრიკ ლამარი წარდგნენ და დაუვიწყარი მომენტები გვაჩუქეს. სხვათა შორის, ქომაგთა დიდი ნაწილის მიხედვით, მათი გამოსვლა სუპერ ბოულის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შოუ გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ჩატენვები, სასტარტო და 19 წუთი - ინდიანამ ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო
გოგას ჩატენვები, სასტარტო და 19 წუთი - ინდიანამ ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო