დღეს 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალია
დღეს, ხორვატიაში, ევროპის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სრულდება.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი ხვდებიან.
ეს გუნდები ამ ტურნირის ფინალში მესამედ უპირისპირდებიან - 2007-ში გამარჯვება ესპანელებს დარჩათ, ხოლო 2010-ში - ინგლისელებს.
ზოგადად, ორივე ქვეყანას ევროპის ჩემპიონობა 2-ჯერ აქვს მოპოვებული, ამაზე მეტჯერ კი ამ ასაკში არავის გაუმარჯვია.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ამ ტურნირზე ელიტ-რაუნდის ჩათვლით ყველა, 11-ვე შეხვედრა მოიგეს.
ფინალური მატჩი, დღეს, 22:00 საათზე, ხორვატიის ქალაქ ვარაზდინში ჩატარდება.