ბებეტოს ვაჟი
Aa
Aa

ბებეტოს ვაჟი "სპორტინგში" გადავიდა

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ბებეტოს ვაჟი, მატეუშ ოლივეირა, ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა.

22 წლის მატეუში შემტევი ნახევარმცველია და 2012-2016 წლებში "ფლამენგოში" ირიცხებოდა, საიდანაც პორტუგალიურ "ეშტორილში" გადაბარგდა.

იგი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროსაა დაბადებული და ალბათ ბევრს ახსოვს იმ ტურნირის 1/4 ფინალში, ბრაზილია-ჰოლანდიის მატჩისას, სამხრეთ ამერიკელთა გოლის აღნიშვნა, რომელიც სწორედ ოლივეირას დაბადებას მიეძღვნა.

მატეუშ ოლივეირას 2012-2013 წლებში, ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები