ორი ქართველი მორაგბე რუსეთის ნაკრებში
Aa
Aa

ორი ქართველი მორაგბე რუსეთის ნაკრებში

რუსეთის სარაგბო ნაკრები თურქეთში გაემგზავრა სადაც რუმინეთთან მატჩამდე 26 კაციან შეკრებას ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ „დათვების“ რიგებში 2 ქართველი მორაგბეა გამოძახებული. რუსეთის ნაკრების ღირსებას ყაზანის „სტრელას“ წევრი ნიკოლაი კაზალიკაშვილი და ფრანგული კარკასონის ბურჯი ნიკოლოზ ნარმანია დაიცავენ.

21 წლის ნარმანია რაგბის მოყვარულებს 18 წლამდე ნაკრებიდან ემახსოვრებათ, ახალგაზრდა მორაგბე არმაზში ასპარეზობდა და 2020 წლის შემდეგ საფრანგეთის გუნდის წევრია.

შეგახსენებთ, რომ „world rugby“-იმ შეცვალა წესები, რის მიხედვითაც მორაგბეს, რომელსაც სურს ახალი ნაკრებით ასპარეზობა, აუცილებელია ნათესაური კავშირი ჰქონდეს სასურველ ქვეყანასთან და 3 წლის განმავლობაში სანაკრებო მატჩი არ ჰქონდეს ჩატარებული.

რუსეთის ნაკრები თურქეთში 3 თებერვლამდე დარჩება შემდეგ გაემგზავრება ბუქარესტში, სადაც რუმინეთის ნაკრებს 5 თებერვალს დაუპირისპირდება.

„ბორჯღალოსნებისა“ და „დათვების“ შერკინება კი თბილისში 27 თებერვალს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ არის შოთა არველაძე? – Hulldailymail-ის სტატია ქართველ სპეციალისტზე
ვინ არის შოთა არველაძე? – Hulldailymail-ის სტატია ქართველ სპეციალისტზე