მწვრთნელს დღეს გაუშვებენ - არველაძე ინგლისში გაფრინდება და ჰალს ჩაიბარებს
Aa
Aa

მწვრთნელს დღეს გაუშვებენ - არველაძე ინგლისში გაფრინდება და ჰალს ჩაიბარებს

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოვდება. თურქი ჟურნალისტის, იაღიზ საბუნჯუოღლუს ინფორმაციით, დღეს, „ვეფხვები“ გუნდის თავკაცს, გრანტ მაკკენს ოფიციალურად გაათავისუფლებენ და „ჰალს" არველაძეს ჩააბარებენ. რამდენიმე თურქული გამოცემის მიხედვით, „ვეფხვებმა“ შოთისთვის სამუშაო უფლება უკვე მოიპოვეს და ქართველი სპეციალისტი ინგლისში უახლოეს საათებში გაემგზავრება.

ამ ინფორმაციას Hulldailymail-იც ადასტურებს და წერს, რომ მაკკენის ვადა დასასრულს მიუახლოვდა. არველაძე მას ამ კვირაში ჩაანაცვლებს და ეს კლუბის ახალი მფლობელის, თურქი ბიზნესმენის, აჩუნ ილიჩალის ეპოქის დაწყების მანიშნებელი პირველი მოვლენა იქნება.

„მაკკენის შემცვლელი არველაძე ილიჩალის თანამემამულე არაა და დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. კარიერის სტარტზე, იგი კაისერისპორში, კასიმფაშაში და ტრაბზონსპორში მუშაობდა. არველაძე ბოლოს ფახთაქორს წვრთნიდა და დიდ წარმატებას მიაღწია. მან უზბეკეთის სუპერ ლიგა და უზბეკეთის თასი ორ-ორჯერ მოიგო.

საინტერესო იქნება, ნახვა, შეძლებს თუ არა აღმოსავლეთ ევროპაში მიღწეული წარმატების ჩემპიონშიპში გადატანას, თუმცა ერთი რამ ფაქტია. არველაძე არის ადამიანი, რომელსაც ილიჩალი ენდობა“, - წერს Hulldailymail.

შეგახსენებთ, რომ „ჰალს“ 29 ქულა აქვს და მიმდინარე სეზონში კლუბის მთავარი ამოცანა ჩემპიონშიპში ადგილის შენარჩუნებაა. „ვეფხვები“ 22-ე ადგილზე მყოფ „პიტერბროს“ 10 ქულით უსწრებენ, ხოლო საპლეიოფო ზონას 15 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მამაჩემის მკვლელს ვეძებდი და იარაღით დავდიოდი" - შამარ ნიკოლსონის მძიმე ბავშვობა