საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
Aa
Aa

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგად, 83 წლის ასაკში, ვახტანგ გორგასლის, ღირსებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.

ჯანო ბაგრატიონმა მთელი თავისი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მერე კი - როგორც მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სეოკ-მა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის სამძიმრის წერილი მიიღო:

დიდ მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტის ჯანსუღ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ოლიმპიური მოძრაობის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ბაგრატიონის ოჯახსა და ქვეყნის სპორტულ მოძრაობას.

მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, როგორც სპორტსმენი, მწვრთნელი თუ სპორტის ლიდერი, ბატონი ბაგრატიონი დიდი ძალისხმევით ემსახურებოდა სპორტს და ქვეყნის ახალგაზრდა თაობას, განსაკუთრებით მისი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის პერიოდში, 1996-2004 წლებში.

ჩვენ მუდამ გვემახსოვრება ბატონი ჯანსუღ ბაგრატიონის თავდადება და დამსახურება ოლიმპიური ღირებულებების წარმოჩენის საქმეში, რაც დღევანდელ საზოგადოებაში უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ცხელი ამბები