შენგელიას ორმაგი დუბლი - ცსკა-მ ალბა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას ორმაგი დუბლი - ცსკა-მ ალბა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

ევროლიგის მე-16 ტურში, თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად „ალბას“ დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი ქულა ქულაში წარიმართა და გუნდები დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - 48-48. მესამე პერიოდი უკეთ „ალბამ“ ჩაატარა და გადამწყვეტ ათწუთეულს 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმცა მოსკოველებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს და 3 ქულით, 93-90 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი და 57 წამი გაატარა. თოკო ცსკა-ს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 12 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააცუდა და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 16 გახლდათ.

ამრიგად, ცსკა-ს 10 მოგება და 6 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „არმიელები“ ამ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს გამართავენ და სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 13 მოგებითა და 3 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები