Aa
Aa

"ის საუკეთესოა ვისთანაც კი მიმუშავია" - ვაისმა ქართველებზე ისაუბრა

კონფერენს ლიგის ბოლო ტურში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი“ „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.

მატჩამდე სლოვაკმა სპეციალისტმა ქართველ ფეხბურთელებზე გურამ კაშიაზე და ჯაბა კანკავაზე ისაუბრა.

„კაშია ავად იყო,მაგრამ იმედი მაქვს გასამართი თამაშისთვის მზად იქნება.როდესაც ის არ თამაშობს, დაცვაში მოწყენილობაა.ამას უსინათლოც კი დაინახავს. გუნდისთვის მისი გამოცდილება და გადაწყვეტილებები უმნიშვნელოვანესია. ლეგიონერებმა პატივისცემა პირველივე დღიდან დაიმსახურეს. ჯაბა ხმას არ იღებს არც ვარჯიშზე და არც თამაშის დროს, მაგრამ როგორც ის მოედანზე იხარჯება მაგით ყველაფერია ნათქვამი. ის 35 წლისაა,მას ერთი კვირის წინ დედა გარდაეცვალა,მაგრამ ის სათამაშოდ ყოველთვის მზადაა. ის საუკეთესო ფეხბურთელია თავისი პროფესიონალიზმით ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია.“- განაცხადა ვაისმა

ჩატარებული 5 ტურის შემდეგ „სლოვანს“ 8 ქულა აქვს და მეორე ადგილს „პაოკთან“ იყოფს. ბერძნული კლუბი გიბრალტარის გუნდს დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით 3 ქულას მოიპოვებს.

ამრიგად ვაისს და ქართველ ფეხბურთელებს დანიაში აუცილებლად მოგება სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე - აბუაშვილმა ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშა
დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე - აბუაშვილმა ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშა