,,ანორთოსისი კრიზისშია და თუ ასე გაგრძელდა, ქეცბაია გუნდს დატოვებს
Aa
Aa

,,ანორთოსისი კრიზისშია და თუ ასე გაგრძელდა, ქეცბაია გუნდს დატოვებს"

ქართველი ლეგიონერებისა და მწვრთნელის ანორთოსისის კარგი პერიოდი ნამდვილად არ აქვს - გარდა იმის, რომ გუნდი კონფერენს ლიგაზე საკუთარ ჯგუფში ბოლო ადგილზეა, კვიპროსში, გუნდის შედეგები მარცხი ან ფრე იყო.

ანორთოსისს ქვეყნის ჩემპიონატში 7 ნოემბერის შემდეგ არ მოუგია, თუმცა გაიმარჯვა კონფერენს ლიგაზე, როდესაც გენტს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1-0).

ადგილობრმა მედიამ ანორთოსისის მდგომარეობის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ:

ანორთოსისის კრიზისშია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გუნდი მთლიანად მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს კი ნიშნავს, რომ არსებობს პრობლემები, რომელიც აღნიშნულ შედეგს იწვევს და რაც უშუალოდ, მწვრთნელის ბრალია. ამ გუნდის ისტორიაში სწორედ ქეცბაიას სახელს უკავშირდებოდა ფეხბურთელების გუნდში მიყვანა და მათი გაზრდა.

ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში ანორთოსისი არ არის ისეთი, როგორადაც ჩვენ ის გვახსოვს. განსაკუთრებით, საყურადღებოა დაცვის ხაზი. ორი ვარიანტიდან, შედეგი არცერთ მცდელობას ჰქონდა.

რამდენიმე კვირის წინ, კვიპროსული მედია ანორთოსისში მომხდარ ინციდენტზე წერდა - ოლიმპიაკოს ნიქოზიასთან მარცხს (3-2) ანორთოსისის გასახდელში შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. გუნდის ქართველმა მწვრთნელმა ფეხბურთელს, კაილ ლაფერტის, წყლის ბოთლი ესროლა. მიზეზი კი ის საგოლე შანსები იყო, რომელთა რეალიზებაც შემტევმა ვერ შეძლო. თავის მხრივ, ფეხბურთელმა მწვრთნელს ინგლისურად -  ,,fuck you'' მიაძახა. ცხარე კამათში ჩაერთო ნიკა კაჭარავაც, რომელმაც თანაგუნდელის პოზიცია დაიკავა და ქეცბაიას უყვირა - ,,რას აკეთებ?" რის გამოც, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა - ამ ზამთარს ქართველ ფეხბურთელს ანორთოსისის დატოვება მოუწევს.

საინტერესოა, რომ ადგილობრივი გამოცემის, Balla.com.cy-ის ინფორმაციით, სეზონის დაწყების წინ ქართველი სპეციალისტის ანაზღაურება 270 ათასი ევროთი გაიზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ თემურ ქეცბაია ანორთოსისის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსში 2019 წელს დაბრუნდა, რამდენიმე თვის წინ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად კვიპოროსის თასის ფინალი ითამაშა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ ანორთოსისმა აღნიშნული ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები