ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი და დრო ცნობილია
Aa
Aa

ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი და დრო ცნობილია

ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და რუსეთისა და თურქეთის გარდა, მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ იბრძოლებს.

კალენდარი და მატჩების გამართვის დრო კი ასეთია - ცნობილი გახდა, რომ პირველ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს - დაპირისპირება ესპანეთსა და ბულგარეთს შორის 15:30 საათიდან დაიწყება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩვენი გუნდი ყველა შეხვედრას თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება:

1 სექტემბერი

21:00 ბელგია v საქართველო

3 სექტემბერი

21:00 საქართველო v ესპანეთი

4 სექტემბერი

21:00 თურქეთი v საქართველო

6 სექტემბერი

21:00 საქართველო v ბულგარეთი

7 სექტემბერი

21:00 საქართველო v რუსეთი

ჯგუფური ეტაპები თბილისში, კიოლნში, მილანში და პრაღაში გაიმართება. 6-დან 4 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას პლეი-ოფში განაგრძობს, რომელსაც ბერლინი უმასპინძლებს.

საქართველომ თურქეთი პარტნიორ ფედერაციად აირჩია. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა. ასევე, შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები