ლანსი 92 წუთი იგებდა - პსჟ წაგებას ვაინალდუმმა გადაარჩინა
Aa
Aa

ლანსი 92 წუთი იგებდა - პსჟ წაგებას ვაინალდუმმა გადაარჩინა

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენმა“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. ამჯერად პოჩეტინოს გუნდი „ლანსს“ ესტუმრა და 92-ე წუთამდე აგებდა. პარიზული გრანდი წაგებას ვაინალდუმმა გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ „ლანსმა“ პსჟ ბურთის ფლობის პროცენტული რაოდენობის გარდა ყველა კომპონენტში დაჯაბნა. მასპინძლებმა კარში უფრო მეტჯერ დაარტყეს, უფრო მეტი კუთხური მოაწოდეს და ა.შ.

ძირითად შემადგენლობაში ვარსკვლავური ტრიოდან მხოლოდ მესი იყო. ნეიმარს ტრავმა აქვს, ხოლო მბაპე პოჩეტინოს გადაწყვეტილების მხოლოდ ცვლილებაზე შევიდა. აშკარაა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ პრობლემებია. როგორც უკვე მოგახსენეთ, პსჟ-მ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. წინა ტურში არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა „ნიცას“ უმასპინძლა. ხსენებული დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.

მიუხედავად ზედიზედ ორი წარუმატებელი მატჩისა, „პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ს დამაჯერებლად 42 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციას კი „მარსელი“ 29 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები