მბაპეს ბუფონისთვის გოლის გატანა უნდა
Aa
Aa

მბაპეს ბუფონისთვის გოლის გატანა უნდა

"მონაკოს" 18 წლის ფორვარდმა, კილიან მბაპემ, "იუვენტუსთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი დაამარცხოს, რაც ალბათ მისთვის გოლის გატანას ნიშნავს.

"ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელმაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "ბარსელონა" დაამარცხა.

მათ აჩვენეს, რომ ტურნირის მოგება შეუძლიათ. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ მათი დამარცხება და ფინალში გასვლა შეგვიძლია. 

ბუფონი? ის არის მეკარე, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა და ეპოქა შექმნა. მოხარული ვარ, რომ მის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მეძლევა. 

ყოველდღიურად სწორედ იმიტომ შრომობ, რომ მისნაირ ლეგენდებთან ითამაშო და შემდეგ ისინი დაამარცხო". - განაცხადა მბაპემ. 

"მონაკო" და "იუენტუსი", ხვალ, 22:45 საათზე, "ლუი II"-ზე ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები