მამუკელაშვილის წარმატებული სერია გრძელდება - 2 ქულა ორმაგ დუბლამდე
Aa
Aa

მამუკელაშვილის წარმატებული სერია გრძელდება - 2 ქულა ორმაგ დუბლამდე

გამთენიისას ქართველი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის  მილუოკი ბაქსმა შეხვედრა ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 97-93 დამარცხდა.

გამორჩეული იყო ქართველი ფორვარდი, რომელმაც პარკეტზე 22:40 წუთი დაიჰყო და ამ დროში თავი 8 ქულას, 10 მოხსნასსა და 1 პასს მოუყარა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის მოთამაშემ 7-დან 4 2-ქულიანი ზუსტად ისროლა, თუმცა პერიმეტრის ხაზიდან შედეგიანი ნაკლებად იყო.

სანდროსთვის ეს წარმატებული სერიის მორიგი მატჩია.

30 ნოემბერს, სანდრომ ვისკონსინელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მაშინ ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და G ლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - პარკეტზე 32 წუთი გაატარა და აქტივში 28 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პლეი-ოფები | რომელი გუნდები იბრძოლებენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად
პლეი-ოფები | რომელი გუნდები იბრძოლებენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად