მორიგი მარცხი - იუვეს ატალანტამ მოუგო
Aa
Aa

მორიგი მარცხი - იუვეს ატალანტამ მოუგო

სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ მორიგი მარცხი განიცადა. „ბებერმა ქალბატონმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. „ბიანკონერიმ“ სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაიუარესა.

პირველი ტაიმი თანაბარი უპირატესობით წარიმართა და გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს. ორივე გუნდი აქტიურობდა, თუმცა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ თითოჯერ დაარტყეს. 28-ე წუთზე დუვან ზაპატამ გაისროლა და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა. მეტიც, ბერგამოელებს კარში ზუსტად აღარ დაურტყამთ. ბევრი აქტიურობის მიუხედავად, იუვემ გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბერგამოელებმა ტურინელები სტუმრად 1989 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს. უკანასკნელად "ატალანტამ" კლაუდიო კანიჯას გოლით იმარჯვა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ წაგების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს 21 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. „ბებერი ქალბატონი“ ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „ატალანტას“, გასპერინის გუნდი 28 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურში „იუვენტუსი“ „სალერნიტანას“ ესტუმრება, ხოლო „ატალანტა“ „ვენეციას“ უმნასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები