ქეცბაიამ ფეხბურთელს წყლის ბოთლი ესროლა - ხელჩართული ჩხუბი ანორთოსისის გასახდელში
Aa
Aa

ქეცბაიამ ფეხბურთელს წყლის ბოთლი ესროლა - ხელჩართული ჩხუბი ანორთოსისის გასახდელში

ოლიმპიაკოს ნიქოზიასთან მარცხს (3-2) ანორთოსისის გასახდელში შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს და აღნიშნავს, რომ გუნდის ქართველმა მწვრთნელმა ფეხბურთელს, კაილ ლაფერტის, წყლის ბოთლი ესროლა. მიზეზი კი ის საგოლე შანსები იყო, რომელთა რეალიზებაც შემტევმა ვერ შეძლო. თავის მხრივ, ფეხბურთელმა მწვრთნელს ინგლისურად -  ,,fuck you'' მიაძახა.

ცხარე კამათში ჩაერთო ნიკა კაჭარავაც, რომელმაც თანაგუნდელის პოზიცია დაიკავა და ქეცბაიას უყვირა - ,,რას აკეთებ?" რის გამოც, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა - ამ ზამთარს ქართველ ფეხბურთელს ანორთოსისის დატოვება მოუწევს.

ასევე ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქეცბაიამ მცველების მისამართითაც ჩამოარიგა საყვედური, საბოლოოდ კი, არეულობა ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა უწმაწური სიტყვების შეძახილით დასრულდა.

გასული, 9 ტურის შემდეგ, ანორთოსისს 12 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს.

CrystalSport-ი ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტი უკვე აღმოფხვრილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"