მესი:
Aa
Aa

მესი: "პარიზში რამოსთან შეხვედრა თავიდან უცნაური იყო"

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „პარი სენ ჟერმენში“ მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. საუბარი ამჯერად მესიზე და რამოსზეა. ფეხბურთის ორი ლეგენდა მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდა და მეტიც, ერთმანეთთან მინდორზე ხშირად კონფლიქტიც ჰქონიათ და სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულა.

რა თქმა უნდა, „პარი სენ ჟერმენში“ ასე ვერ გაგრძელდებოდა და გულშემატკივრებს ლეოს და სერხიოს ურთიერთობა ძალიან აინტერესებთ. ამასთან დაკავშირებით 6 ოქროს ბურთის მფლობელმა ისაუბრა.

მესი:

„თავდაპირველად ეს ყველაფერი უცნაური იყო. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში „რეალს“ და „ბარსელონას“ ვკაპიტნობდით და „ელ კლასიკოში“ ხშირად გვიჩხუბია. მიუხედავად ამისა, ერთმანეთს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდით. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო წარსულში. რამოსის გუნდში ყოლა ნამდვილი სანახაობაა.

სერხიო ნელ-ნელა ფორმას აღიდგენს და გუნდს დაეხმარება. ის პსჟ-სთვის ფუნდამენტალური მოთამაშე გახდება და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლაში უდიდეს როლს შეასრულებს. სიმართლეა, რომ პარიზში ჩვენ ბევრი არ გვილაპარაკია, მაგრამ ესპანეთში თამაშისას ხშირად ვსაუბრობდით.

კარგად ვიცოდი, თუ როგორი ადამიანი იყო რამოსი, რადგან ჩემი თანაგუნდელები ესპანეთის ნაკრებში თამაშობდნენ და სერხიოზე ბევრს მიყვებოდნენ. ახლა კი როცა პარიზში ერთად ბევრი დრო გავატარეთ, დავინახე, რომ ის შესანიშნავი ადამიანია.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები