''აბუ დაბის გრანდ სლემის VIP მონაწილეა'' - IJF შავდათუაშვილზე წერს
Aa
Aa

''აბუ დაბის გრანდ სლემის VIP მონაწილეა'' - IJF შავდათუაშვილზე წერს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა შავდათუაშვილის სტატია გამოაქვეყნა. ქართველი სპორტსმენი 26-28 ნოემბერს აბუ დაბიში ძიუდოს გრანდ სლემში მიიღებს მონაწილეობას.

''ლაშა შავდათუაშვილს ყველა კარგად იცნობს, მსოფლიოში ცნობილი ძიუდოისტია. ის გრანდ სლემის გამორჩეული, VIP სტუმარია, რასაც ისიც განაპირობებს, რომ მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის სხვებისგან გამორჩეულია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. შავდათუაშვილისთვის აბუ დაბის გრანდ სლემი წლის შესანიშნავი დასასრულია, მან ხომ გასულ ზაფხულში ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა''.

გასულ ზაფხულში, ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ფალავანმა ფინალური შეხვედრა ონოსთან უმძიმეს ბრძოლაში დამატებით დროში დათმო და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე ყველას სინჯის (ლონდონი 2012 - ოქრო; რიო 2016 - ბრინჯაო; ტოკიო 2020- ვერცხლი) მედალი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული შეხვედრა და მსაჯთა გადაწყვეტილება: ტოჩინოშინს მარცხი ჩაეთვალა
დრამატული შეხვედრა და მსაჯთა გადაწყვეტილება: ტოჩინოშინს მარცხი ჩაეთვალა