ისტორიული შედეგი - ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
Aa
Aa

ისტორიული შედეგი - ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა კიდევ ერთი ისტორია დაწერა.

ქართველმა ფალავანმა ფინალური შეხვედრა ონოსთან უმძიმეს ბრძოლაში დამატებით დროში დათმო და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი ,რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე ყველას სინჯის (ლონდონი 2012 - ოქრო; რიო 2016 - ბრინჯაო; ტოკიო 2020- ვერცხლი) მედალი აქვს.

შავდათუაშვილმა ტოკიოს ტატამზე პირველი წრე დაისვენა და მეორეში ფრანგ გულომე კაინეს მოუგო.

მერვედფინალში ქართველმა ლეგენდამ ჯიბუტელ ადენ ალექსანდრ ჰუსეინს აჯობა.

მეოთხედფინალში კანადელი არტური მარგელიდონი დაამარცხა , ხოლო ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დლეეგაციის ანგარიშზე მეორე მედალია, პირველი მედალი (ვერცხლი) კი გუშინ ვაჟა მარგველაშვილმა 66 კილოში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები