„ტოპ 15-ის მებრძოლებისთვის სერიოზული საფრთხეა“ – Elespanol ილია თოფურიაზე წერს
Aa
Aa

„ტოპ 15-ის მებრძოლებისთვის სერიოზული საფრთხეა“ – Elespanol ილია თოფურიაზე წერს

ესპანურმა გამოცემამ, Elespanol-მა UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. როგორც მოგეხსენებათ, „ელ მატადორს“ ესპანეთის მოქალაქეობა აქვს (UFC-ში საქართველოს სახელით გამოდის) და სტატიაში მასზე და კიდევ ორ ესპანელ მებრძოლზე, ხოელ ალვარესსა და ხუან ესპინოზეა საუბარი.

ილია თოფურია ყველას უყვარს

„ზემოთ ხსენებული სამი მებრძოლიდან ილია თოფურიას საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების ყველაზე დიდი შანსი აქვს. თოფურიამ 9 თვეში 3 ბრძოლა გამართა და სამივეში იმარჯვა. ილიამ UFC-ში თავისი კვალი დატოვა და წლის უდიდესი სიურპრიზის სახელი ყველამ იცის.

თოფურია ტოპ 15-ში მყოფი მებრძოლებისთვის სერიოზულ საფრთხედ რეკორდულ დროში იქცა და იმედი აქვს, რომ მომდევნო ჩხუბის შემდეგ, რომელსაც მოვსარ ევლოევთან გამართავს, საკუთარი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებს შორის ადგილს გაიმყარებს. ილიამ იუსეფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი დაამარცხა და ბოლო ორი ბრძოლიდან ერთ რაუნდზე დიდხანს არც ერთი გაგრძელებულა“, - წერს elespanol.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი გახლავთ. ამ უკანასკნელს კარიერაში 15 ბრძოლა გაუმართავს და არც ერთხელ დამარცხებულა. ევლოევმა UFC-ში 5-ჯერ იჩხუბა და ხუთივეჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები