სად ვუყუროთ პორტუგალია-საქართველოს 19-წლამდე ნაკრებების მატჩს
Aa
Aa

სად ვუყუროთ პორტუგალია-საქართველოს 19-წლამდე ნაკრებების მატჩს

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები პორტუგალიაში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მონაწილეობს. ვასილ მაისურაძის გუნდი გათამაშების ფარგლებში დანიისა და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა, რომელიც პორტუგალიის წინააღმდეგაა ჩანიშნული, თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე შეგეძლებათ.

                                                   პორტუგალია U19 - საქართველო U19 LIVE

U19 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), ლუკა წულუკიძე (საბურთალო).

თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები