რუმენიგე:
Aa
Aa

რუმენიგე: "კიმიხის აუცრელობამ დისკუსიები გამოიწვია"

„ბაიერნის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იოზუა კიმიხის ვაქცინაციისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს.

კიმიხი ბაიერნის ხუთი აცრილი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია. გუშინ, ნახევარმცველმა განმარტა, რომ ის ჯერ არ არის აცრილი, რადგან ეჭვი ეპარება ვაქცინის გრძელვადიან ეფექტზე. მაგრამ ამავე დროს, როგორც მან თქვა, ის ანტივაქსერი არ არის.

„პირველ რიგში, მინდა ვუთხრა კიმიხს, რომ მას შეუძლია მისაბაძი მაგალითი იყოს. მე მას ვიცნობ, როგორც დიდ პიროვნებას, რასაც მოწმობს მისი We Kick Corona-ს ინიციატივა.

რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო, რომ ის ჯერ არ არის აცრილი. ახლა ამან გამოიწვია დისკუსიები. მიმდინარე წლის თებერვალში მე შევთავაზე, რომ გონივრული იქნებოდა ფეხბურთელების ადრეული ვაქცინაცია - როგორც ყველა დანარჩენისთვის სამაგალითო. ამისთვის საშინლად მაკრიტიკებდნენ. ახლა სიტუაცია ცოტა შეიცვალა.

რასაც კიმიხი აკეთებს ძალიან საპასუხისმგებლოა. მას სურს დაელოდოს გრძელვადიან კვლევას, გარდა ამისა, ის ყოველ მეორე დღეს გადის ტესტირებას. მაგრამ მაგალითის თვალსაზრისით მაინც აჯობებდა იგი აცრილიყო.

დარწმუნებული ვარ კიმიხი მალე გაიკეთებს აცრას. ის არის პასუხისმგებელი ადამიანი და ფეხბურთელი“.

- თქვა რუმენიგემ.

რა თქვა კიმიხმა

„მსურს ვაქცინის გრძელვადიან შესწავლას დაველოდო თუ რა ნაკლოვანებები აქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ზიანი არ მოაქვს. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა მაქვს საზოგადოების მიმართ,  ვიცავ ჰიგიენას და ვიკეთებ ტესტს ყოველ 2-3 დღეში. თითოეულმა ადამიანმა ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

კატეგორიულად ვამბობ, რომ არ ვარ ანტივაქსერი. ასევე, შესაძლოა მომავალში ვაქცინა გავიკეთო, თუმცა ამ ეტაპზე არ ვაპირებ. გარკვეული თანხა Unicef-ში გადავრიცხეთ, რომ ვაქცინა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ვაქცინის გაკეთება პირადი არჩევანია“.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები