''ვალენსიასა და ნაკრებში  წარმატებული წლები ელოდება'' - ჩისკო მამარდაშვილზე
Aa
Aa

''ვალენსიასა და ნაკრებში წარმატებული წლები ელოდება'' - ჩისკო მამარდაშვილზე

თბილისის ''დინამოს'' ექს-მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ''ვალენსიას'' AS-თან ინტერვიუში ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

''როცა მამარდაშვილთან ვმუშაობდი, მაშინ ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მისი ხასიათი მომწონდა. მისი შესაძლებლობები თავიდანვე ნათელი იყო, თუმცა მას განვითარებისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა. ის ''ვალენსიასა'' და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მრავალი წარმატებული წელი ითამაშებს, კლუბს და ნაკრებს მრავალი წელი დაეხმარება და გამოადგება''.

20 წლის გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის საწყის 6 ტურში სასტარტოში ითამაშა, შემდეგ კი ბორდალასმა სასტარტოში ადგილი იასპერ სილესენს ანდო. 

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი თბილისის ''დინამოდან'' ''ვალენსიაში'' ერთწლიანი იჯარით ირიცხება. დიდი ალბათობით, ესპანური კლუბი ქართველს გამოისყიდის.

შეგახსენებთ, ჩისკო გასული სეზონიდან მოყოლებული ინგლისური ''უოტფორდის'' მთავარი მწვრთნელი იყო, მისი ხელმძღვანელობით კლუბი პრემიერ ლიგაში აღზევდა. მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის საწყის 7 ტურში ''უოტფორდმა'' 2 მატჩი მოიგო, 7 ქულა დააგროვა, თუმცა ესპანელი დაითხოვეს. ჩისკო AS-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ ფაქტით კმაყოფილი არ დარჩენილა, თუმცა კლაუდიო რანიერის წარმატებას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები