გიორგი ჩხაიძე: ,,ჩვენთან 3 ქულას ვერავინ დაგეგმავს
Aa
Aa

გიორგი ჩხაიძე: ,,ჩვენთან 3 ქულას ვერავინ დაგეგმავს"

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს და ჯერჯერობით, 0 ქულით ჯგუფში ბოლო, მეხუთე ადგილს იკავებს.

ჩვენმა  ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა, ფინეთს უმასპინძლა და ანგარიშით - 0-3 დამარცხდა.

გიორგი ჩხაიძე

ხატია ჭყონია და მარიამ კალანდაძე არ გვყავდა, ეს ფეხბურთელები ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა.

ამ მატჩში ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით. ასეთი ბრძოლა ნამდვილად კარგია, თუმცა მეტი მონდომებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი ყოველდღიურად გაიზრდება და წარმატებასაც მიაღწევს.

ამით არაფერი დასრულებულა. ყველამ დაინახა, რომ მებრძოლი გუნდი ვართ და ჩვენთან 3 ქულას ვერავინ დაგეგმავს.

შემდეგი მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გველის, ვეცდებით ეს მარცხი მალე დავივიწყოთ და კონცენტრაცია ამ შეხვედრისკენ მივმართოთ.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს რამდენიმე დღეში, 26 ოქტომბერს, სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი სლოვაკეთს დაუპირისპირდება. 

მატჩი თბილისის დროით 18:30 საათიდან დაიწყება. 

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები