ესპანური მედია: ,,მამარდაშვილის უთამაშებლობა დანაშაულია
Aa
Aa

ესპანური მედია: ,,მამარდაშვილის უთამაშებლობა დანაშაულია"

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში 13 აგვისტოს, ხეტაფეს წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ, 2001 წელს, სოსიედადის შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა.

მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, გასულ 6 ტურში გიორგიმ 7 გოლი გაუშვა.  

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურიდან ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში იასპერ სილესენი გამოჩნდა. ადგილობრივმა Deportevalenciano-მ სწორედ აღნიშნული საკითხის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ ვალენსია ახალგაზრდა მეკარეებს სათანადოდ ვერ იყენებს, მათი უთამაშებლობა კი ასეთ ასაკში სწორი არ არის:

საუბარი ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზეა, რომელთა კარიერაც რისკის ქვეშაა. გიორგი მამარდაშვილისა და კრისტიან რივეროს უთამაშებლობა დანაშაულია. მათ განვითარებისთვის უცილებლად უნდა ითამაშონ. ფაქტია, რომ ეს აქ ნაკლებ სავარაუდოა, რადგან იასპერ სილესენი მთავარ მეკარედ მოიაზრება.

 ვალენსიამ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს - ამაზე საუბარი მშვიდ ვითარებაში შეგვიძლია, რადგან გუნდში სამი მეკარე ირიცხება. რივერო იანვარში, იჯარით უნდა გაუშვან, ხოლო მამარდაშვილმა ვარჯიში მთავარ გუნდთან ერთად განაგრძოს, რადგან მიგელ ანხელ ანგულომ (ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად „ღამურების“ სათადარიგო გუნდის მთავარი მწვრთნელი) თქვა, რომ პროგრესის შემთხვევაში გიორგის შანსი კიდევ ექნება”.

აღსანიშნავია, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები