Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  19:04

ფრე ქუთაისში - ტორპედომ და საბურთალომ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ საბურთალოს უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოო ჯამში ფრედ 1:1 დასრულდა. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, თითო ქულა არცერთი გუნდისთვის არ იყო მომგებიანი

პირველ ტაიმში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა გოლი არცერთ კარში არ გასულა. მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 50-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა მათე ცინცაძის პასი გამოიყენა და ანგარიში გახსნა.

თბილისური კლუბი მარცხს არ ეგუებოდა, გააქტიურდა და მატჩის 70-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ წონასწორობა აღადგინა. „საბურთალო“ კიდე ბევრს ცდილობდა, თუმცა მატჩში მეტი გოლი არ გასულა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ მატჩის შემდეგ, „საბურთალოს“ 50 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზე იმყოფება. მომავალ ტურში თბილისელები დერბიში მიიღებენ მონაწილეობას და „დინამოს“ დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება „ტორპედოს“, ქუთაისელებს 27 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. მომავალ ტურში კი „თელავს“ ესტუმრებიან.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage