Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  16:52

თელაველთა მნიშვნელოვანი გამარჯვება - დაძაბული ფრე სამტრედიაში

Crystalbet ეროვნული ლიგის 30-ე ტური ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნა, სადაც ერთმანეთს „სამტრედია“„შუქურას“ დაუპირისპირდა.

დაძაბული შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის 23-ე წუთზე ნიკოლა პრელჩეცმა მასპინძლები დააწინაურა. მალევე „შუქურამ“ ანგარიში გაათანაბრა. ქობულეთელთა რიგებში თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა.

მეორე შეხვედრა კი წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა,სადაც „სამგურალმა““თელავს“ უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. თელაველებს მნიშვნელოვანი გამარჯვება ირაკლი რუხაძემ მოუტანა.

სეზონის ცენტრალური მატჩი კი ბათუმში გაიმართება. გია გეგუჩაძის გუნდი თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მთავარ მდევარს 10 ქულით გაუსწრებს. ბათუმში გასამართი დაპირისპირება 18:30 საათზე დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage