5-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ბენზემას სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს გაიმართება
Aa
Aa

5-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ბენზემას სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს გაიმართება

მიმდინარე წლის 10 აპრილს კარიმ ბენზემას სასამართლო ჩაინიშნა. პროცესი ხვალ 20 ოქტომბერს ვერსალში გაიმართება. „რეალის“ თავდამსხმელს კვლავ მატიე ვალბუენას საქმეზე იბარებენ.

საქმე ამჯერად გართულებულია. ფრანგული მედია წერს, რომ კარიმს 5-წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა 75 000 ევროს ოდენობით დაეკისრება. ჯერჯერობით ბენზემას ადვოკატს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ვალბუენასთან იციდენტი - ის რის გამოც კარიმს ნაკრებში არ იძახებდნენ

შეგახსენებთ, რომ ბენზემა და ვალბუენა ერთად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი მატიეს ფულის გადახდას აიძულებდა, რათა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გავრცელებულიყო.

ამის გამო ორივე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. კარიმს კი ამ ინციდენტის შემდეგ "მამლების" მაისური 5 წლის განმავლობაში აღარ ჩაუსვამს. დიდიე დეშამმა ბენზემას დაბრუნება ევრო 2020-ის წინ გადაწყვიტა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები