Aa Aa
17 ოქტომბერი 2021  |  09:32

ბეჟანიშვილი დენვერს ემშვიდობება - ქართველი განვითარების ლიგაში ითამაშებს

''დენვერ ნაგეთსი'' გიორგი ბეჯანიშვილს ემშვიდობება. ამერიკული მედიის ცნობით მოთამაშე, რომელსაც კლუბთან Exhibit 10 კონტრაქტი აკავშირებდა, კარიერას ''დენვერ ნაგეთსის“ განვითარების ლიგის გუნდში, „გრანდ რაპიდს გოლდში“ გააგრძელებს.

ბეჟანიშვილმა ''დენვერ ნაგეთსთან'' ერთწლიანი Exhibit 10 კონტრაქტი ახლახანს გააფორმა, მას შემდეგ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, თუმცა გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა. ანალოგიურად, დენვერულ გუნდს ვეტერანი ტარიკ ბლექი და დევონ რიდი ტოვებენ.

22 წლის ბეჟანიშვილმა, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა, ''დენვერ ნაგეთსის'' შემადგენლობაში საზაფხულო ლიგის შეხვედრებში ითამაშა. მან ''მაიამი ჰიტთან“ პარკეტზე 14 წუთი და 37 წამი გაატარა და აქტივში 4 ქულა და 3 მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე) ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი ვერ გამოიყენა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

ქართველმა კალათბურთელმა შემდგომი მატჩები „დალასთან“ და „ფინიქსთან“ გამოტოვა. ბოლო მატჩში კი NBA-ის საზაფხულო ლიგის ისტორიაში ქართველმა კალათბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად იასპარეზეს და სათამაშო დრო ორივე მათგანს მიეცა. ბეჟანიშვილმა პარკეტზე 7 წუთი და 16 წამი გაატარა, მამუკელაშვილს კი „მილუოკის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage