თელავის მნიშვნელოვანი გამარჯვება - კახელებმა ლოკომოტივი დაამარცხეს
Crystalbet ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „თელავმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-18 წუთზე ფაცაციამ გახსნა. კახელები არ გაჩერდნენ და 39-ე წუთზე ფაცაციამ დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმი „თელავის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში, თბილისური გუნდი გარდატეხის შეტანას ცდილობდა და უტევდა, თუმცა ერთი გოლის გატანის მეტი ვერ მოახერხა. თავი 53-ე წუთზე შონიამ გამოიჩინა. საბოლოო შედეგი, როგორც უკვე მოგახსენეთ 2:1 დაფიქსირდა.
სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური
ამ გამარჯვების შემდეგ, მასპინძლებს 32 ქულა აქვთ გასავარდნ ზონას 6 ქულით ჩამოშორდა. მომდევნო ტურში კახელები სტუმრად „სამგურალს“ დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება „ლოკომოტივს“ ჭიაბრიშვილის გუნდს 29 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში თბილისელები გორის „დილას“ უმასპინძლებენ.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი