ოფიციალურად - კვერკველია უკრაინულ კლუბს შეუერთდა
Aa
Aa

ოფიციალურად - კვერკველია უკრაინულ კლუბს შეუერთდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, სოლომონ კვერკველია კარიერას უკრაინაში გააგრძელებს. 29 წლის მცველმა კონტრაქტი „მეტალისტ 1925-თან“ გააფორმა და კლუბში 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

უკრაინულმა გუნდმა კვერკველიას გადაბირება ოფიციალური განცხადებით უკვე დაადასტურა, თუმცა კონტრაქტის დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში კვერკველია რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის ათენის „პანათინაიკოსს“, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა, 25 ივლისს კი ფეხბურთელის აგენტმა ივან კარპმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ კვერკველია გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო.

კვერკველიამ საფეხბურთო კარიერა „ზენიტის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი „რუბინში“, „ნეფტეხიმიკსა“ და „როტორში“ გამოდიოდა. გასულ სეზონში, მან „როტორის“ მაისურით მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები