Aa Aa
14 ოქტომბერი 2021  |  10:28

მუნდიალი 2030 ისრაელში და პალესტინაში? ფიფას პრეზიდენტის ინიციატივა

ფიფა ფეხბურთის განვითარებისა და მასშტაბურობისთვის თამამი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება, თუმცა ხანდახან მათი ქმედებები ცოტა გაუგებარია ხოლმე. ამჯერად, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ისრაელსა და პალესტინაში ჩატარებაზე ისაუბრა.

„რატომ არ შეგვიძლია ვიოცნებოთ მსოფლიო ჩემპიონატზე ისრაელში და მეზობელ ქვეყნებში? რატომ არ ვატარებთ ტურნირს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებთან ერთად, მათ შორის პალესტინაში, „აბრაამის შეთანხმების“ გათვალისწინებით?“

- განაცხადა ინფანტინომ ისრაელში ვიზიტით ყოფნისას.

აბრაამის სამშვიდობო შეთანხმება არის დოკუმენტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის შესახებ. ამ შეთანხმებას ასევე უერთდებიან ბაჰრეინი, მაროკო და სუდანი.

2030 წლის მუნდიალის მასპინძლის ვინაობა 2024 წელს, ფიფას 74-ე კონგრესზე გაირკვევა.

ფიფას პრეზიდენტმა ინფანტინომ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე ისაუბრა, რასაც ფეხბურთელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში