Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  17:53

42 მილიონი ევრო - ბარსელონას ლივერპულის ვალი აქვს

„“ბარსელონაში“, რომ საშინელი კრიზისია ეს ახალი არავისთვის არის. კატალონიური გრანდი ცუდ ფეხბურთს თამაშობს და შედეგებზეც აისახება. ამის პარალელურად კი ფინანსური კრიზისიც წინა პლანზეა წამოწეული.

გუნდმა ამის გამო ლეო მესი ვერ შეინარჩუნა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი სრულიად უსასყიდლოდ „პარი სენ ჟერმენში“ გაუშვა.

ესპანური გამოცემა CADENASER ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, „ბლაუგრანამ“ კოუტინიო „ლივერპულიდან“ 140 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა. დღეს კი ვიგებთ, რომ ბარსას მერსისაიდული გრანდის ვალი აქვს. თანხა კი 42 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ინფორმაცია აქამდე უცნობი იყო და გავრცელების შემდეგ გულშემატკივრები კიდევ უფრო ანერვიულდნენ.

ჯერჯერობით ლაპორტა ვერანაირ პრობლემას ვერ აგვარებს. მეტიც, გულშემატკივრები რონალდ კუმანის გაშვებას ითხოვენ და პრეზიდენტი სულ სხვა აზრზეა. ლაპორტა ნიდერლანდელ სპეციალისტს ნდობას უცხადებს. ცნობისთვის, CADENASER-მა ისიც დაწერა, რომ საბედნიეროდ „ბარსელონას“ დემბელეს და გრიზმანის გამო „ატლეტიკოს“ და „დორტმუნდის“ ვალი არ აქვს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში